
კორინთელთა მიმართ ბ 5:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.
კორინთელთა მიმართ ბ 5:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 5:14
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘მხოლოდ მომავლის შიში კი არა, უკვე აღსრულებულიც არ გვაძლევს მოდუნების და ძილის საშუალებას, არამედ აღგვადგენს და აღგვძრავს, რომ თქვენთვის ვიღვაწოთ’, ბრძანებს წმიდა პავლე. რა არის ეს აღსრულებული? ‘თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ე.ი. ყველა მოკვდა’.”
მთელი განმარტება
“მხოლოდ მომავლის შიში კი არა, უკვე აღსრულებულიც არ გვაძლევს მოდუნების და ძილის საშუალებას, არამედ აღგვადგენს და აღგვძრავს, რომ თქვენთვის ვიღვაწოთ”, ბრძანებს წმიდა პავლე. რა არის ეს აღსრულებული? “თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ე.ი. ყველა მოკვდა”.
თითქოს ამბობს, რომ ყველანი დავიღუპეთ. რადგან, თუ ყველა არ მოკვდა, ქრისტეც არ მოკვდებოდა ყველასთვის, რამეთუ ხსნის საშუალება აქ არის და არა სხვაგან. ამიტომაც ამბობს: “რადგან სიყვარული ქრისტესი გვიპყრობს ჩვენ”, და არ გვაძლევს დუმილის საშუალებას. რაოდენ დიდი უბედურება და უფრო საშინელი გეენაზე, თუკი ღმერთმა ასეთი საქმე აღასრულა და ზოგიერთნი ვერ მიიღებენ ნაყოფს მისი ჩვენდამი ზრუნვისაგან. ჭეშმარიტად, უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა, რომ მთელი სამყაროსთვის მოკვდე, თანაც ბოროტებაში მყოფისთვის.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე დიდიმე ბრმა4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 5:14 კონტექსტში
5:12მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.
5:13რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
5:14ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.
5:15მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
5:16ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 5:14
- გალატელთა მიმართ 2:20ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
- რომაელთა მიმართ 14:7ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.
- რომაელთა მიმართ 14:9რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.
- მათეს სახარება 10:37ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
- მათეს სახარება 10:38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
- მათეს სახარება 20:28რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
- რომაელთა მიმართ 5:15მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:8რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 5
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში