
კორინთელთა მიმართ ბ 5:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.
კორინთელთა მიმართ ბ 5:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 5:4
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ზოგი დიდებით აღდგება, ზოგი კი, შეურაცხყოფით; ზოგი, სასუფევლისთვის, ზოგი კი, სატანჯველად. ამის ჩვენება სურდა პავლე მოციქულს, როდესაც ამბობდა: ‘ოღონდ შიშვლები არ აღმოვჩნდეთ. რადგანაც ამ კარავში მყოფნი ვკვნესით ტვირთის ქვეშ, იმიტომ კი არა, რომ გაშიშვლება გვინდა, არამედ შემოსვა’ (2 კორ. 5:3-4).”
მთელი განმარტება
ზოგი დიდებით აღდგება, ზოგი კი, შეურაცხყოფით; ზოგი, სასუფევლისთვის, ზოგი კი, სატანჯველად. ამის ჩვენება სურდა პავლე მოციქულს, როდესაც ამბობდა: “ოღონდ შიშვლები არ აღმოვჩნდეთ. რადგანაც ამ კარავში მყოფნი ვკვნესით ტვირთის ქვეშ, იმიტომ კი არა, რომ გაშიშვლება გვინდა, არამედ შემოსვა” (2 კორ. 5:3-4).
აქ იგი ნათლად აჩუმებს მწვალებლებს და გვიჩვენებს, რომ საუბარია არა უბრალოდ ამა თუ იმ სხეულზე, არამედ ხრწნილებასა და უხრწნელებაზე. “ჩვენ იმაზე როდი ვკვნესით, რომ სხეულისგან გავთავისუფლდეთ, არამედ იმაზე, რომ მისგან ხრწნილება მოვიშოროთ”. ამიტომაც ამბობს, რომ სხეულის გახდა კი არ გვინდა, არამედ მისი უკვდავებით შემოსვა. შემდეგ თავადვე განმარტავს თავის სიტყვებს: “რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქას”.
ბევრისთვის სხეულთან განშორება მძიმე ჩანდა და იგი საყოველთაო აზრს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ ვკვნესით, რადგან არ გვინდა მისგან განთავისუფლება. “თუ სული ასე იტანჯება და წუხს სხეულთან განშორებისას, მაშ, როგორ ამბობ, რომ ჩვენ ვკვნესით იმიტომ, რომ დიდხანს არ ვთავისუფლდებით მისგან?”, შეიძლებოდა ეთქვათ მისთვის. ამგვარი საპასუხო რეპლიკის თავიდან ასაცილებლად მოციქული ამბობს: “მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ჩვენ იმაზე ვკვნესით. Სხეული გავიხადოთ (ვინაიდან არავინ იხდის მას დარდის გარეშე, რის გამოც პეტრე მოციქულზე ამბობს ქრისტე: “სხვა შეგარტყამს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა” (იოან. 21:18), არამედ იმაზე, რომ იგი უხრწნელებაში შემოვმოსოთ. ამიტომაც ვმძიმდებით სხეულით, ანუ არა იმიტომ, რომ სხეული გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ხრწნადი და ვნებიანი სხეული გვაქვს. სწორედ ეს იწვევს ჩვენში მწუხარებას. მაგრამ მომავალი ცხოვრება მოსპობს და გაანადგურებს ხრწნილებას, მხოლოდ ხრწნილებას და არა სხეულს”.
როგორ მოხდება ეს, იკითხავ შენ? ნუ იკითხავ ამას, ღმერთი აკეთებს ამას, ნუ იქნები ცნობისმოყვარე. ამიტომაც დაამატა: “აი, ამისთვის გაგვაჩინა ღმერთმა” (2 კორ. 5:5).
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 5:4 კონტექსტში
5:2მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.
5:3მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.
5:4ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.
5:5სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.
5:6ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 5:4
- კორინთელთა მიმართ ა 15:53რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
- კორინთელთა მიმართ ა 15:54ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;
- კორინთელთა მიმართ ბ 5:2მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.
- ესაია 25:8შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:13მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 5
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში