გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ბ 7:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ბ 7:1

ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

კორინთელთა მიმართ ბ 7:1 · საქართველოს საპატრიარქო

მოკლე პასუხი

(2 კორ. 7:1). რა აღთქმებია ეს? განა ის, რომ ტაძრად ვიქეცით ღვთისა, ძეებად და ასულებად მისად? რომ მკვიდრობს და სავანეს იდებს ჩვენში? რომ ერად მისად ვიქეცით და სახელით მისით ვიწოდებით, ღმერთად და მამად ჩვენდა?

იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე

ეკლესიაში საკითხავი: 9 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 7:1

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘ამრიგად, საყვარელნო, რაოდენი აღთქმა გვაქვს!’ (2 კორ. 7:1). რა აღთქმებია ეს? განა ის, რომ ტაძრად ვიქეცით ღვთისა, ძეებად და ასულებად მისად? რომ მკვიდრობს და სავანეს იდებს ჩვენში? რომ ერად მისად ვიქეცით და სახელით მისით ვიწოდებით, ღმერთად და მამად ჩვენდა?”

    მთელი განმარტება

    “ამრიგად, საყვარელნო, რაოდენი აღთქმა გვაქვს!” (2 კორ. 7:1). რა აღთქმებია ეს? განა ის, რომ ტაძრად ვიქეცით ღვთისა, ძეებად და ასულებად მისად? რომ მკვიდრობს და სავანეს იდებს ჩვენში? რომ ერად მისად ვიქეცით და სახელით მისით ვიწოდებით, ღმერთად და მამად ჩვენდა?

    “განვიწმინდოთ თავი ყოველი სიბილწისაგან ხორცისა და სულისა”. ნუ შევეხებით უწმინდურებას. აი, რას ნიშნავს “სიბილწე ხორცისა”. და იმას, რაც სულს აბინძურებს, აი, რას ნიშნავს “სიბილწე სულისა”.

    მაგრამ მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება მოციქული და დასძენს: “და აღვასრულოთ სიწმიდე შიშით ღვთისა”. მხოლოდ უწმინდურთან შეუხებლობა როდი ქმნის სიწმინდეს. წმიდა რომ გავხდეთ, სხვა რამეც გვმართებს, გულმოდგინება, სიფხიზლე და ღვთისმოსაობა.

    კარგად ბრძანა: “შიშით ღვთისა”, ვინაიდან შესაძლებელია, რომ კაცმა უბიწოება შეინარჩუნოს, მაგრამ არა ღვთის შიშით, არამედ ამაო დიდების საძიებლად. თუმცა, მხედველობაში სხვა რამეც ჰქონდა, როდესაც თქვა: “შიშით ღვთისა”, კერძოდ, ის გზა, რომლითაც სიწმიდე მიიღწევა. ჭეშმარიტად, რაოდენ დიდი ძალაც არ უნდა ჰქონდეს ვნებას, თუკი ღვთის შიშით შევიმოსავთ თავს, მის მძვინვარებას დავძლევთ.

    “სიწმიდეში” კი მხოლოდ უბიწოებას როდი გულისხმობს, არამედ ყოველგვარი ცოდვისაგან განრიდებასაც. Წმიდაა ის, ვინც სუფთაა, სუფთა კი არა მხოლოდ ის, ვინც სიძვას არ სჩადის, არამედ ისიც, ვინც უცხოა ვერცხლისმოყვარეობისადმი, შურისადმი, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობისადმი. განსაკუთრებით კი პატივმოყვარეობისაგან უნდა ვიქცეთ ყოველთვის, უმეტესად კი მოწყალების გაცემისას. მოწყალება, ამ სენით შეპყრობილი, წყვეტს მოწყალებად ყოფნას და ქედმაღლობად და გულქვაობად იქცევა.

    როდესაც მოწყალებას არა გულმოწყალებიდან გამომდინარე გასცემ, არამედ იმისთვის, რომ თავი მოიწონო, მაშინ ის არა მხოლოდ მოწყალება არაა, არამედ შეურაცხყოფაც კია, ვინაიდან შენს მოძმეს სირცხვილს აყენებ. მოწყალება მხოლოდ ფულის გაცემა როდია, არამედ გულმოწყალების გრძნობით გაცემა. სანახაობებზეც გასცემენ ფულს, გარყვნილ ჭაბუკებსა და სცენაზე გამომსვლელთ. მაგრამ ეს მოწყალება არაა. მეძავებიც აძლევენ ფულს მეძავებს, მაგრამ ეს კაცთმოყვარეობის საქმე კი არა, არამედ ლოთური თავგასულობისაა. მათ ჰგავს ისიც, ვინც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე გასცემს მოწყალებას.

    როგორც მეძავთან შემბილწველი აძლევს მას საზღაურს მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის. Შენც, მოწყალების პატივმოყვარეობიდან გამომდინარე გაცემით, მხოლოდ აჯილდოებ მის მიმღებს მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის და ამით შენც და მასაც ცუდ სახელს უქმნი, აქედან კი წარუვალი ზიანი მოდის.

    როგორც სასტიკი მხეცი და ცოფიანი ძაღლი ესხმიან თავს ყველას, ასევე ეს ბოროტი სენი, არაადამიანურობა, გვართმევს ჩვენს სიკეთეებს. ასეთი მოწყალება, ჭეშმარიტად, არაადამიანურობა და სისასტიკეა, ან უარესიც. გულქვა მხოლოდ თვითონ არ აძლევს მთხოვნელს, შენ კი მასზე უარესს სჩადი, ხელს უშლი გასცენ მათ, ვისაც გაცემა სურთ.

    მართლაც, როდესაც ყველას აჩვენებ შენს გაცემულს, ამით ეჭვქვეშ აყენებ შენი ძღვენის მიმღების სიღარიბეს და ამით აკავებ გაცემის მსურველს, განსაკუთრებით, თუკი ის მსუბუქი ადამიანია. ასეთი ადამიანი უკვე აღარ აძლევს მთხოვნელს, როგორც უკვე დაჯილდოებულს და დიდად გაჭირვებულსაც არა. Მცირედითაც არ კმაყოფილდება, კიდევ უფრო მეტად კი კიცხავს მას და ამხელს უსირცხვილობაში, როდესაც ის, შენგან მოწყალების მიღების შემდეგ, მასთანაც მივა სათხოვნელად.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  5. მაკარი ეგვიპტელი4 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  9. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  10. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  11. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ბ 7:1 კონტექსტში

7:1ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

7:2შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.

7:3განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 7:1

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 7

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში