
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 თებერვალი, 2027 (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იპოლიტე რომაელი2 საუკუნე ილარიუსი არლელი5 საუკუნე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე “წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით. რას ნიშნავს ეს? წინასწარმეტყველნი ღმრთისაგან იღებენ წინასწარმეტყველებას, მაგრამ არა ისე, როგორც თავად სურთ, არამედ როგორც სულიწმიდა მოქმედებს. ისინი შეიგრძნობდნენ და გულისხმაჰყოფდნენ მათთვის გარდამოცემულ წინასწარმეტყველურ სიტყვას, მაგრამ მის განმარტებას არ აკეთებდნენ.”
მთელი განმარტება
წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით. რას ნიშნავს ეს? წინასწარმეტყველნი ღმრთისაგან იღებენ წინასწარმეტყველებას, მაგრამ არა ისე, როგორც თავად სურთ, არამედ როგორც სულიწმიდა მოქმედებს. ისინი შეიგრძნობდნენ და გულისხმაჰყოფდნენ მათთვის გარდამოცემულ წინასწარმეტყველურ სიტყვას, მაგრამ მის განმარტებას არ აკეთებდნენ.
რომ წინასწარმეტყველნი, სულიწმიდის მოქმედების ჟამს, გრძნობდნენ, თუ როგორ გარდამოეცემოდათ სიტყვა ღვთისაგან, იქიდანაც ჩანს, რომ ისინი ნებსით ემორჩილებოდნენ მას და რისი თქმაც სურდათ, იმას ამბობდნენ, ხოლო რისი არა, იმას დუმდნენ. ცრუწინასწარმეტყველებთან კი სხვაგვარად იყო. ისინი მოქმედების ჟამს ვერ ფლობდნენ შეგნებას, არამედ, როგორც გალეშილები, ისე იყვნენ გონდაკარგულნი და არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს.
წმინდა წინასწარმეტყველნი კი, თუმცა გულისხმაჰყოფდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საჭიროება თავიანთი წინასწარმეტყველებების განმარტებისა, ვინაიდან ისინი სხვებს ემსახურებოდნენ, კერძოდ, ჩვენ. ამასთან, უფლის მოსვლა დაფარული უნდა ყოფილიყო და ბოროტთა ცილისწამებას არ უნდა დამორჩილებოდა. ცილისწამებას ის უფლის ძალითაც აიცილებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, განკაცების საქმე მოჩვენებითი გახდებოდა, ასეთი არაჩვეულებრივი ხერხით თავის დაღწევა რამდენჯერმე რომ მომხდარიყო.
რამდენად ჭეშმარიტია ეს, ახალი აღთქმის წინასწარმეტყველთა მაგალითიდანაც ჩანს, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ და თავადვე განმარტავდნენ მას, თუმცა ყველანი არა. რადგან არაფერია ისეთი, რისი შიშიც ახალ აღთქმაში უნდა გვქონდეს.
საიდან ჩანს, რომ წინასწარმეტყველნი არა ექსტაზში, არამედ ჩვეულ მდგომარეობაში წინასწარმეტყველებდნენ? ძველი და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველნი ერთი სულით წინასწარმეტყველებდნენ. პავლე მოციქული კი ამბობს: “თუ სხვას გამოეცხადოს მჯდომარეთაგანს, პირველმა დადუმდეს” (1 კორ. 14:30). აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველნი ნებსით წინასწარმეტყველებდნენ და ბუნებრივ მდგომარეობაში რჩებოდნენ. ამიტომ, როდესაც სხვა აღიძვროდა შთაგონებული, პირველს ებრძანებოდა დადუმება, რასაც ვერავინ იპოვის ეშმაკეულებში. როგორ დადუმდება ის, ვინც თავად არ იცის, რას აკეთებს?
რომ წინასწარმეტყველებში სულიწმიდა მოქმედებს, ამაზე ისევ პავლე მოციქული მეტყველებს: “ერთს ეძლევა სულით სიბრძნის სიტყვა, მეორეს, წინასწარმეტყველება” (1 კორ. 12:8, 10).
იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21 კონტექსტში
1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
1:20უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.
1:21რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
პარალელური ადგილები: პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:15თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:17რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:11და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
- მეფეთა ბ 23:2უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.
- ლუკას სახარება 1:70როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:
- მოციქულთა საქმენი 1:16კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.
- ებრაელთა მიმართ 10:15ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია:
- მოციქულთა საქმენი 3:18ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
განაგრძე კითხვა: პეტრეს ეპისტოლე ბ 1
სრულად წაიკითხე: პეტრეს ეპისტოლე ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

