
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 თებერვალი, 2027 (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა განვამტკიცოთ საკუთარი თავი, ყურადღებით მოვუსმინოთ თქმულს და განვიწმინდოთ გონება ამაოებისაგან. სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს აღვასრულოთ და ზურგი ვაქციოთ ყოველივე წარმავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპებით. რა მნიშვნელობა აქვს, სიმდიდრის გამო დავიღუპებით, თუ გულგრილობის გამო? ან თუ გულგრილობის კი არა, სულმოკლეობის გამო? მიწის მუშაკს ერთნაირად სტკივა გული, როცა მოსავალი უქრება, რა გზითაც არ უნდა მოხდეს ეს.”
მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9 კონტექსტში
1:7ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
1:8თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
1:9ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.
1:10ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
1:11ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენ წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.
პარალელური ადგილები: პეტრეს ეპისტოლე ბ 1:9
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:18ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცდურში დანთქმულთ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:9ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:11ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.
- ეფესელთა მიმართ 5:26რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
- რომაელთა მიმართ 6:11ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
განაგრძე კითხვა: პეტრეს ეპისტოლე ბ 1
სრულად წაიკითხე: პეტრეს ეპისტოლე ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

