გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 11:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 11:18

გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.

მეფეთა ბ 11:18 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 11:18 კონტექსტში

11:16როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.

11:17გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც.

11:18გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.

11:19ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,

11:20და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 11

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში