
მეფეთა ბ 12:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფეთა ბ 12:2 კონტექსტში
12:1მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.
12:2მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა,
12:3ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა.
12:4ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 12:2
- იობი 1:3ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.
- მეფეთა ბ 3:2შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან.
- მეფეთა ბ 3:5მეექვსე, ყეგლას შვილი, დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.
- მეფეთა ბ 12:8მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.
- მეფეთა ბ 15:16გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
- მეფეთა ბ 5:13კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
- მეფეთა ბ 5:16ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში