გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 12:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 12:29

შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო.

მეფეთა ბ 12:29 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 12:29 კონტექსტში

12:27გამოუგზავნა იოაბმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევები.

12:28ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.

12:29შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო.

12:30აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.

12:31გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 12

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში