
მეფეთა ბ 13:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ქალმა: ნუ იზამ, ძმაო, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ. არ უნდოდა ამნონს მისი მოსმენა.
მეფეთა ბ 13:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:16 კონტექსტში
13:14არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
13:15შესძულდა იგი ამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. უთხრა ამნონმა: ადე, წადი აქედან.
13:16უთხრა ქალმა: ნუ იზამ, ძმაო, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ. არ უნდოდა ამნონს მისი მოსმენა.
13:17დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.
13:18ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში