
მეფეთა ბ 13:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.
მეფეთა ბ 13:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:2 კონტექსტში
13:1ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.
13:2ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.
13:3ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.
13:4უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 13:2
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში