
მეფეთა ბ 13:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.
მეფეთა ბ 13:30 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 13:30 კონტექსტში
13:28ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
13:29ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.
13:30ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.
13:31ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე დადგნენ სამოსელშემოხეული მისი მორჩილები.
13:32დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში