
მეფეთა ბ 14:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა?
მეფეთა ბ 14:31 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 14:31 კონტექსტში
14:29დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა.
14:30უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა.
14:31ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა?
14:32უთხრა აბესალომმა იოაბს: დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეთხოვა, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავ. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.
14:33მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში