გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 14:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 14:9

უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.

მეფეთა ბ 14:9 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 14:9 კონტექსტში

14:7აღდგა შენი მორჩილის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოკლული ძმის შური ვიძიოთ და მოვსპოთ, თუმცა მემკვიდრეა იგი. ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა; სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.

14:8უთხრა მეფემ ქალს: წადი შინ, განკარგულებას გავცემ შენ გამო.

14:9უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.

14:10უთხრა მეფემ: აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.

14:11უთხრა ქალმა: ახსენე, მეფეო, უფალი შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი. უთხრა მეფემ: უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 14:9

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 14

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში