
მეფეთა ბ 15:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში.
მეფეთა ბ 15:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 15:17 კონტექსტში
15:15უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი.
15:16გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
15:17გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში.
15:18მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
15:19უთხრა მეფემ ითაი გეთელს: შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 15:17
- ფსალმუნები 3:1ფსალმუნი დავითისა.როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემ წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
- ფსალმუნები 3:2ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
- ფსალმუნები 66:12შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
- ეკლესიასტე 10:7ვნახე მონები, ცხენებზე მსხდარნი, ხოლო მთავარნი მონებივით ფეხით მავალნი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში