
მეფეთა ბ 15:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან.
მეფეთა ბ 15:28 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 15:28 კონტექსტში
15:26თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.
15:27უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან.
15:28იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან.
15:29გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
15:30ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 15:28
- მეფეთა ბ 17:16ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
- მეფეთა ბ 15:23ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.
- მეფეთა ბ 17:1უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
- მეფეთა ბ 16:2უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში