
მეფეთა ბ 16:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
მეფეთა ბ 16:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 16:13 კონტექსტში
16:11უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია.
16:12ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.
16:13და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
16:14გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.
16:15ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მასთან იყო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 16:13
- მოციქულთა საქმენი 23:23მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად.
- მეფეთა ბ 16:5ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
- მეფეთა ბ 16:6ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში