
მეფეთა ბ 16:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
მეფეთა ბ 16:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 16:22 კონტექსტში
16:20უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.
16:21უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.
16:22გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
16:23ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდა ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 16:22
- მეფეთა ბ 12:11ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
- მეფეთა ბ 12:12თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
- მეფეთა ბ 15:16გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
- მეფეთა ბ 20:3დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში გამოიყვანა ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩაყარა საპატიმროში. არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ.
- რიცხვთა 25:6აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ.
- ეზექიელი 24:7რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.
- იერემია 8:12განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
- მეფეთა ბ 11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში