
მეფეთა ბ 16:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!
მეფეთა ბ 16:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 16:8 კონტექსტში
16:6ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.
16:7ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!
16:8შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!
16:9უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!
16:10უთხრა მეფემ: რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის, ასე რატომ აკეთებო?
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 16:8
- მეფეთა ბ 1:16ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
- მსაჯულნი 9:56ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი სამოცდაათი ძმა დახოცა.
- მსაჯულნი 9:57ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.
- მსაჯულნი 9:24რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.
- მეფეთა ბ 3:28როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
- მეფეთა ბ 3:29დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
- გამოცხადება 16:6რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
- ფსალმუნები 4:2შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 16
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში