
მეფეთა ბ 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ხუშაიმ აბესალომს: არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.
მეფეთა ბ 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:7 კონტექსტში
17:5თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
17:6მივიდა ხუშაი აბესალომთან და უთხრა აბესალომმა: ასე და ასე გვირჩია ახითოფელმა. მივყვეთ მის რჩევას? თუ არა და, თქვი შენი აზრი.
17:7უთხრა ხუშაიმ აბესალომს: არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.
17:8თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.
17:9ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:7
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში