
მეფეთა ბ 18:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
მეფეთა ბ 18:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 18:6 კონტექსტში
18:4უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
18:5ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს.
18:6გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
18:7იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი.
18:8მოედო ბრძოლა მთელ იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 18:6
- იესო ნავეს ძე 17:18მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.
- იესო ნავეს ძე 17:15უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
- მსაჯულნი 12:4შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს. დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა.
- მსაჯულნი 12:6უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 18
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში