
მეფეთა ბ 19:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
მეფეთა ბ 19:39 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 19:39 კონტექსტში
19:37უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს.
19:38უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.
19:39გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
19:40გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
19:41აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 19:39
- შესაქმე 31:55ადგა ლაბანი დილაადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში.
- რუთი 1:14კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.
- შესაქმე 47:7მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
- რიცხვთა 24:25ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა თავისი გზით ბალაკიც.
- შესაქმე 28:3ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები.
- მეფეთა ბ 6:18როცა მორჩა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.
- მეფეთა ა 24:22შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები თავშესაფარში ავიდნენ.
- მეფეთა ბ 14:33მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში