
მეფეთა ბ 2:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
მეფეთა ბ 2:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 2:19 კონტექსტში
2:17გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივნენ დავითის მორჩილთაგან აბნერი და ისრაელიანები.
2:18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
2:19გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
2:20უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ.
2:21უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 2:19
- იგავესნი 4:27ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
- იესო ნავეს ძე 1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
- მეფეთა ბ 2:21უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.
- იესო ნავეს ძე 23:6მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში