
მეფეთა ბ 2:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?
მეფეთა ბ 2:26 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 2:26 კონტექსტში
2:24ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
2:25შეიყარნენ ბენიამინიანები აბნერთან, შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის წვერზე დადგნენ.
2:26გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?
2:27უთხრა იოაბმა: ღმერთია მოწმე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.
2:28ჩაჰბერა ბუკს იოაბმა და შედგა ხალხი; აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 2:26
- იერემია 46:14გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!
- იერემია 46:10დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.
- მოციქულთა საქმენი 7:26მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს?
- ფსალმუნები 4:2შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.
- იერემია 12:12უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა.
- მეფეთა ბ 2:16ჩასჭიდეს ერთიმეორეს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. ეწოდა ამ ადგილს სახელად მახვილთა მინდორი, რომელიც გაბაონშია.
- მეფეთა ბ 2:14უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენ წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ!
- იერემია 2:30ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში