
მეფეთა ბ 20:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
მეფეთა ბ 20:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 20:14 კონტექსტში
20:12შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა.
20:13როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ.
20:14მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
20:15მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას.
20:16დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 20:14
- ნეშტთა შორისა ბ 16:4დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.
- იესო ნავეს ძე 18:25გაბაონი, რამა და ბეეროთი;
- რიცხვთა 21:16იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში