
მეფეთა ბ 20:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?
მეფეთა ბ 20:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 20:19 კონტექსტში
20:17მიუახლოვდა მას იოაბი და ჰკითხა დედაკაცმა: შენა ხარ იოაბი? მიუგო: მე ვარ. უთხრა: ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვას. მიუგო: ყურს ვუგდებ.
20:18უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო.
20:19მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?
20:20მიუგო იოაბმა და უთხრა: ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება.
20:21აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცი და დავეხსნებით ქალაქს. უთხრა დედაკაცმა იოაბს: კეთილი, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 20:19
- მეფეთა ა 26:19არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.
- მეფეთა ბ 21:3უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
- მეფეთა ბ 17:16ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:2მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
- ფსალმუნები 124:3მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
- რიცხვთა 16:32დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.
- კორინთელთა მიმართ ა 15:54ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;
- გლოვა იერემიასი 2:5მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში