
მეფეთა ბ 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
მეფეთა ბ 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 22:11 კონტექსტში
22:9ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
22:10მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ.
22:11ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
22:12კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 22:11
- ფსალმუნები 104:3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
- ფსალმუნები 18:10დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
- შესაქმე 3:24განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
- ფსალმუნები 139:9ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
- ებრაელთა მიმართ 1:14განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
- ეზექიელი 10:2უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ.
- ეზექიელი 10:14თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო.
- ფსალმუნები 68:17ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში