
მეფეთა ბ 23:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
მეფეთა ბ 23:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 23:12 კონტექსტში
23:10შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
23:11მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,
23:12ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
23:13ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
23:14მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 23:12
- მეფეთა ბ 23:10შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
- იგავესნი 21:31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
- ფსალმუნები 3:8უფლისაგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე. სელა.
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში