
მეფეთა ბ 23:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
მეფეთა ბ 23:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 23:8 კონტექსტში
23:6უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება.
23:7ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.
23:8აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
23:9მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა.
23:10შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 23:8
- ნეშტთა შორისა ა 11:11აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშაბყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი; მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.
- ნეშტთა შორისა ა 11:47ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.
- ნეშტთა შორისა ა 27:2პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
- ნეშტთა შორისა ა 27:32იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში