
მეფეთა ბ 24:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
მეფეთა ბ 24:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 24:20 კონტექსტში
24:18მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
24:19წავიდა დავითი გადის სიტყვისაებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
24:20გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
24:21თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
24:22უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 24:20
- რუთი 2:10პირქვე დაემხო ქალი, მდაბლად თაყვანისცა და უთხრა: რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?
- ნეშტთა შორისა ა 21:20გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა.
- ნეშტთა შორისა ა 21:21მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს.
- მეფეთა ბ 9:8თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?
- შესაქმე 18:2თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში