
მეფეთა ბ 24:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
მეფეთა ბ 24:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 24:8 კონტექსტში
24:6მერე მივიდნენ გალაადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
24:7მივიდნენ ტიროსის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხივიმლთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გადავიდნენ იუდას სამხრით, ბერშებაში.
24:8მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
24:9მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
24:10გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში