
მეფეთა ბ 5:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
მეფეთა ბ 5:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 5:9 კონტექსტში
5:7მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
5:8თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში.
5:9დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
5:10სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო.
5:11გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 5:9
- ნეშტთა შორისა ბ 32:5მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
- მეფეთა ბ 5:7მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
- მსაჯულნი 9:20არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
- ნეშტთა შორისა ა 11:8მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა.
- მსაჯულნი 9:6მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში