გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 9:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 9:5

გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან.

მეფეთა ბ 9:5 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 9:5 კონტექსტში

9:3უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი.

9:4უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო ციბამ მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.

9:5გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან.

9:6მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!

9:7მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია; წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ ყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 9

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში