
თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-25 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მრავალი იმედს ამყარებს არა იმაზე, რომ ცოდვებისგან თავს იკავებენ, არამედ იმაზე, რომ თითქოს გეენია არც ისე საშინელია, როგორც მასზე საუბრობენ. ჰგონიათ, რომ იგი უფრო სუსტია, ვიდრე გვემუქრებიან და თანაც დროებითია და არა საუკუნო. ამაზე ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მტკიცებულების წარმოდგენა შემიძლია და თვით წმინდა წერილიდანაც შემიძლია გამოვიტანო, რომ გეენია არა თუ არ არის იმაზე სუსტი, როგორც მას წარმოგვიდგენენ, არამედ გაცილებით უფრო საშინელია. თუმცა, ახლა ამაზე საუბარს არ დავიწყებ. საკმარისია ის შიშიც, რასაც სიტყვები აღგვიძრავენ, თუნდაც მათი აზრი არ გავხსნათ.”
მთელი განმარტება
მრავალი იმედს ამყარებს არა იმაზე, რომ ცოდვებისგან თავს იკავებენ, არამედ იმაზე, რომ თითქოს გეენია არც ისე საშინელია, როგორც მასზე საუბრობენ. ჰგონიათ, რომ იგი უფრო სუსტია, ვიდრე გვემუქრებიან და თანაც დროებითია და არა საუკუნო. ამაზე ბევრს ფილოსოფოსობენ. მე კი მრავალი მტკიცებულების წარმოდგენა შემიძლია და თვით წმინდა წერილიდანაც შემიძლია გამოვიტანო, რომ გეენია არა თუ არ არის იმაზე სუსტი, როგორც მას წარმოგვიდგენენ, არამედ გაცილებით უფრო საშინელია. თუმცა, ახლა ამაზე საუბარს არ დავიწყებ. საკმარისია ის შიშიც, რასაც სიტყვები აღგვიძრავენ, თუნდაც მათი აზრი არ გავხსნათ.
ხოლო იმაზე, რომ იგი დროებითი არ არის, პავლეს სიტყვებს მოვუსმინოთ, რომლებიც ღმერთის უცოდინართა და სახარების ურწმუნოთა შესახებ ამბობენ, რომ ისინი საუკუნო დაღუპვის სასჯელს დაექვემდებარებიან. მაშ, როგორ შეიძლება საუკუნო დროებითად იქცეს? “უფლის პირისაგან”, ამბობს იგი. რას ნიშნავს ეს? მოციქულს ამით იმის გამოხატვა სურს, რომ ეს ადვილად შეიძლება აღსრულდეს. ვინაიდან მდიდარი ადამიანები მაშინ ძალიან ამპარტავნებდნენ, ამიტომაც ამბობს, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა საჭირო არ არის. Საკმარისი იქნება მხოლოდ ღმერთი მოვიდეს და გამოჩნდეს და ყველა დამნაშავეს სასჯელი და ტანჯვა დაატყდება თავს. მისი მოსვლა ზოგისთვის სიხარულს მოიტანს, ზოგისთვის კი, ტანჯვას.
საინტერესოა, სად იქნება გეენია? ჩემი აზრით, სადმე ამ სამყაროს გარეთ. როგორც მეფეთა საპყრობილეები და შახტები შორს არის, ასევე გეენაც სადმე ამ სამყაროს გარეთ იქნება. ამიტომ, ნუ ვიკითხავთ იმაზე, თუ სად მდებარეობს იგი, არამედ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან იგი. ნუ იტყვით, რომ ღმერთი ყველას აქ არ სჯის და ამიტომ მომავალი სასჯელების არ უნდა გჯეროდეს. ღმერთი ხომ კაცთმოყვარე და სულგრძელია, ამიტომაც იმუქრება და მაშინვე არ გვყრის გეენიაში. “არ მინდა სიკვდილი ცოდვილისა” (ეზეკ. 18:32), ამბობს ის. და თუ ცოდვილისთვის სიკვდილი არ არის, მაშინ ეს ამაოდ არის ნათქვამი. ვიცი, რომ თქვენთვის ყველაზე უსიამოვნო გეენაზე საუბარია, მაგრამ ჩემთვის ამაზე სასიამოვნო არაფერია.
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Thessalonians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the Second Epistle to the Thessalonians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9 კონტექსტში
1:7ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით,
1:8რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,
1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
1:10იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენ მიმართ.
1:11ამიტომაც მარადჟამ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ჩვენმა ღმერთმა ხმობის ღირსნი გყოთ და თავისი ძალმოსილებით აღასრულოს მთელი სათნოება, სიკეთისა და რწმენის საქმე;
პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9
- მათეს სახარება 25:41მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:8და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,
- გამოცხადება 14:10ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
- გამოცხადება 14:11კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
- მათეს სახარება 25:46და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
- ესაია 2:21რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- გამოცხადება 21:8მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
- ფილიპელთა მიმართ 3:19რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ბ 1
სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში