
თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 25 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “თუკი ვისიმე სახლში მივირთმევდი, ეს უსასყიდლოდ არ ხდებოდა, ვინაიდან წერია: ‘ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა’ (მათ. 10:10).”
მთელი განმარტება
თუკი ვისიმე სახლში მივირთმევდი, ეს უსასყიდლოდ არ ხდებოდა, ვინაიდან წერია: “ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა” (მათ. 10:10).
დიდ კადნიერებას მატებს მოძღვარს იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი კეთილი საქმეებით გამხნევებულს, შეუძლია მოწაფეებს შეაგონებდეს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: “თქვენ თვითონაც იცით, როგორ უნდა მოგვბაძოთ ჩვენ”. მოძღვარი უფრო ცხოვრებით უნდა ასწავლიდეს, ვიდრე სიტყვით. ნურავინ იფიქრებს, თითქოს მოციქული ამას თავის გადაჭარბებულ ქებას ესწრაფვოდა. არა, აუცილებლობამ ათქმევინა ეს, თანაც საერთო სასიკეთოდ.
ბასილი დიდი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე იოანე კასიანე5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Thessalonians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the Second Epistle to the Thessalonians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8 კონტექსტში
3:6ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
3:7რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძოთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენ შორის.
3:8არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
3:9იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.
3:10ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.
პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8
- მათეს სახარება 6:11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:9ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.
- მოციქულთა საქმენი 18:3რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,
- ეფესელთა მიმართ 4:28მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
- კორინთელთა მიმართ ა 4:12ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:12ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:9რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ბ 3
სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში