
მოციქულთა საქმენი 14:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
მოციქულთა საქმენი 14:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 4 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 14:11
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე “ერთის მხრივ, წარმართთა გულუბრყვილობა იხილე, მეორეს მხრივ კი, იუდეველთა ვერაგობა. პირველნი მოციქულებს, ვითარცა ღმერთებს, ისე სცემდნენ თაყვანს, უკანასკნელნი კი, როგორც წესრიგის დამრღვევთ, დევნიდნენ მათ.”
ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 14:11 კონტექსტში
14:9ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.
14:10ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.
14:11როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
14:12ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.
14:13ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 14:11
- მოციქულთა საქმენი 28:6მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო.
- მოციქულთა საქმენი 8:10ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.
- მოციქულთა საქმენი 12:22ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 14
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
