
მოციქულთა საქმენი 16:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.
მოციქულთა საქმენი 16:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 16:21
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “სახელმწიფოებრივ დანაშაულად აქციეს საქმე... რატომ არ თქვეს, ეშმაკი განვდევნეთო? რატომ არ აღიარეს, რომ ღვთის წინაშე უღმერთოდ მოიქცნენ? სახელმწიფოებრივ დანაშაულად გადააკეთეს ყველაფერი. საკუთარ თავს ხომ ვერ ავნებდნენ?”
მთელი განმარტება
სახელმწიფოებრივ დანაშაულად აქციეს საქმე... რატომ არ თქვეს, ეშმაკი განვდევნეთო? რატომ არ აღიარეს, რომ ღვთის წინაშე უღმერთოდ მოიქცნენ? სახელმწიფოებრივ დანაშაულად გადააკეთეს ყველაფერი. საკუთარ თავს ხომ ვერ ავნებდნენ?
ქრისტეზეც ხომ ამას ამბობდნენ: “არა გუჳქს მეფე, გარნა კეისარი... ყოველი რომელი იტყჳს თავსა თჳსსა მეფედ, წინა-აღუდგების კეისარს” (იოან. 19:12, 15).
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 16:21 კონტექსტში
16:19როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,
16:20რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;
16:21გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.
16:22მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოიხიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
16:23ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 16:21
- ესთერი 3:8უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.
- მოციქულთა საქმენი 26:3მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო.
- მოციქულთა საქმენი 16:12იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.
- იერემია 10:3რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 16
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


