
მოციქულთა საქმენი 16:27: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
მოციქულთა საქმენი 16:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 16:27
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე “საპყრობილის ზედამხედველი, მცირედ მორწმუნე, შიშის ზარდაცემული და დაუფიქრებელი კაცი, როდესაც გაეღვიძა და დაინახა საპყრობილის კარი ღია, იფიქრა, რომ ყველა პატიმარი გაქცეულიყო. შიშისა და სასოწარკვეთილების პირველ წუთებში იშიშვლა მახვილი და თავის მოკვლა განიზრახა.”
ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
მოციქულთა საქმენი 16:27 კონტექსტში
16:25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
16:26უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.
16:27გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
16:28მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.
16:29მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 16:27
- მოციქულთა საქმენი 12:19ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
- მეფეთა ბ 17:23როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
- მათეს სახარება 27:5დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- მეფეთა ა 31:4როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.
- მეფეთა ა 31:5ერთ დღეს, ერთად დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი.
- მსაჯულნი 9:54უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.
- მოციქულთა საქმენი 16:23ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
- მოციქულთა საქმენი 16:24ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 16
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში