
მოციქულთა საქმენი 19:29: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.
მოციქულთა საქმენი 19:29 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 19:29
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ისევ უმიზეზოდ აღდგნენ, როგორც იასონზე აღდგნენ იუდეველნი (საქ. 17:6). ყველაფრისთვის მზად არიან. ნუთუ კეთილშობილება და პატივი იმდენად არაფრად მიაჩნიათ?”
ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 19:29 კონტექსტში
19:27ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.
19:28ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!
19:29მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.
19:30პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.
19:31ზოგიერთმა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 19:29
- მოციქულთა საქმენი 20:4ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე,
- კოლასელთა მიმართ 4:10მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,
- მოციქულთა საქმენი 27:2ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი.
- ფილიმონეს მიმართ 1:24მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.
- მოციქულთა საქმენი 19:22მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.
- კორინთელთა მიმართ ა 4:9რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
- კორინთელთა მიმართ ა 1:14მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.
- მოციქულთა საქმენი 21:30შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 19
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

