
მოციქულთა საქმენი 2:33: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
მოციქულთა საქმენი 2:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 მაისი, 2027, ბრწყინვალე ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 2:33
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პეტრე კვლავ მამას მიმართავს, თუმცა ისიც საკმარისი იყო, რაც მანამდე თქვა, მაგრამ მან იცოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს. ამ სიტყვებით მინიშნებას აკეთებს ამაღლებაზე და იმაზე, რომ ქრისტე ზეცაში იმყოფება, თუმცა ამასაც ბოლომდე გარკვევით არ ამბობს.”
მთელი განმარტება
პეტრე კვლავ მამას მიმართავს, თუმცა ისიც საკმარისი იყო, რაც მანამდე თქვა, მაგრამ მან იცოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს. ამ სიტყვებით მინიშნებას აკეთებს ამაღლებაზე და იმაზე, რომ ქრისტე ზეცაში იმყოფება, თუმცა ამასაც ბოლომდე გარკვევით არ ამბობს.
“და მიიღო მამისაგან აღთქმა სულისა წმიდისა”. დააკვირდი, დასაწყისში თქვა, რომ არა ქრისტემ მოავლინა სულიწმიდა, არამედ მამამ. როდესაც მათ მის მიერ მოხდენილი სასწაულები შეახსენა, ის თუ როგორ მოექცნენ მას იუდეველები. Აღდგომის შესახებ თქვა, უკვე თამამად იწყებს ამაზე საუბარს და კვლავ მათ მოჰყავს მოწმედ, ორივე გრძნობაზე მიუთითებს, ხედვასა და სმენაზე. აღდგომას ხშირად ახსენებს, მათ დანაშაულზე კი მხოლოდ ერთხელ, რათა მათთვის ტვირთი არ იყოს.
“და მიიღო მამისაგან აღთქმა სულისა წმიდისა”, ამბობს პეტრე. ეს კვლავ დიადი ჭეშმარიტებაა და ვფიქრობ, რომ ახლა ის იმ აღთქმაზე საუბრობს, რომელიც ვნებამდე იყო. შეხედე, როგორ მიაწერს ამ ყველაფერს ქრისტეს, ამას კი ძალიან შეუმჩნევლად აკეთებს. თუ მან გადმოღვარა სულიწმიდა, ცხადია, მასზე თქვა წინასწარმეტყველმა: “და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, იტყჳს ღმერთი, მივჰფინო სულისა ჩემისა ყოველსა ხორციელსა, და წინაწარმეტყუელებდეს ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი” (საქ. 2:17).
შეხედე, რა ჭეშმარიტებებს დებს შეუმჩნევლად თავის სიტყვებში! მაგრამ, რადგან ეს დიადი საქმე იყო, ამიტომ კვლავ ფარავს მას და ამბობს, რომ ქრისტემ მიიღო მამისაგან. მან ისაუბრა მის მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე და სასწაულებზე; თქვა, რომ ის მეფეა და რომ ის მათთან მოვიდა; თქვა, რომ ის აძლევს სულიწმიდას. მაგრამ რასაც უნდა ამბობდე, ყველაფერი ამაო იქნება, თუ მხედველობაში სარგებელი არ გექნება.
პეტრეს მსგავსად იქცევა იოანეც, როდესაც ამბობს: “მან ნათელი გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (მათ. 3:11). ამასთან, პეტრე გვიჩვენებს, რომ ჯვარმა არა თუ დააკნინა ქრისტე, არამედ პირიქით, უფრო მეტად განადიდა იგი, რადგან ის, რაც ღმერთმა უწინ აღუთქვა მას, ახლა მიანიჭა. ან სხვაგვარად: პეტრე აქ იმ აღთქმაზე საუბრობს, რომელიც მან მოგვცა ჩვენ. ამრიგად, მან წინასწარ იცოდა მომავალი აღთქმის შესახებ და ჯვრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოგვანიჭა.
“გადმოღვარა”. აქ მოციქული მის ღირსებას გვიჩვენებს, ასევე იმას, რომ მან უბრალოდ კი არ მოგვცა სული, არამედ უხვად. აქედან, რათა ეს ღირსებაც ცხადი გაეხადა, შემდგომ სიტყვებს ამატებს.
თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე გრიგოლ პალამა14 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე იგნატი (სემიონოვი)19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 2:33 კონტექსტში
2:31ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.
2:32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
2:33ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
2:34დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 2:33
- მოციქულთა საქმენი 1:4შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
- მოციქულთა საქმენი 5:31თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
- მოციქულთა საქმენი 2:17„და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
- იოანე 14:26ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
- იოანე 16:7მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
- იოანე 16:15ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
- მარკოზის სახარება 16:19ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.
- მოციქულთა საქმენი 10:45წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 2
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



