
მოციქულთა საქმენი 23:35: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
მოციქულთა საქმენი 23:35 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 23:35
4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ლისიამ უკვე დაიცვა იგი, მაგრამ იუდეველები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს. ცდილობენ მსმენელის გულის მოგებას. პავლე კი კვლავ ბორკილებშია. როგორ მოხდა ეს? აი, მოისმინეთ: ‘ხუთის დღის შემდგომ ჩამოვიდა მღვდელთავარი ანანია ზოგითურთ ხუცესთა და ერთის სიტყჳს მეტყუელითურთ ტერტჳლოსით, რომელნი აზრახებდეს მთავარსა პავლეს ზედა’ (საქ. 24:1).”
ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 4
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 23:35 კონტექსტში
23:33ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს.
23:34წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:
23:35მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 23:35
- მოციქულთა საქმენი 23:30როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენ წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!“
- მოციქულთა საქმენი 25:16მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.
- მათეს სახარება 27:27მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი.
- იოანე 18:28ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.
- მოციქულთა საქმენი 24:19ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენ წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ.
- მათეს სახარება 2:3ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.
- მოციქულთა საქმენი 24:1ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.
- მათეს სახარება 2:16მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 23
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

