
მოციქულთა საქმენი 23:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.
მოციქულთა საქმენი 23:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 ივნისი, 2027, აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 23:6
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პავლე კვლავ კაცობრივი ენით მეტყველებს. ყოველთვის როდი ხელმძღვანელობს იგი მადლით. ხანდახან საკუთარი გონებიდანაც ამბობს რაღაცას. სწორედ ამას აკეთებს ახლაც და შემდეგაც, როდესაც ცდილობს, დაშალოს მის წინააღმდეგ ბოროტად შეკრული ბრბო.”
მთელი განმარტება
პავლე კვლავ კაცობრივი ენით მეტყველებს. ყოველთვის როდი ხელმძღვანელობს იგი მადლით. ხანდახან საკუთარი გონებიდანაც ამბობს რაღაცას. სწორედ ამას აკეთებს ახლაც და შემდეგაც, როდესაც ცდილობს, დაშალოს მის წინააღმდეგ ბოროტად შეკრული ბრბო.
ტყუილს როდი ამბობს, როდესაც ფარისეველს უწოდებს საკუთარ თავს. წინაპრებით იგი ჭეშმარიტად ფარისეველი იყო. ამიტომაც ამართლებს თავს: “მე ვარ ფარისეველი, ფარისევლის ძე; მკვდრეთით აღდგომის სასოებისთვის განვიკითხები” (საქ. 23:6).
მათ არ სურდათ ეთქვათ, თუ რის გამო განსჯიდნენ მას. ამიტომაც პავლე საჭიროდ თვლის, თავად განმარტოს ეს. “მე ვარ ფარისეველი”, ამბობს იგი, რათა კეთილად განაწყოს ისინი მის მიმართ. და რომ არ გამოჩნდეს პირფერად, დასძენს: “მკვდრეთით აღდგომის სასოებისთვის განვიკითხები”. ამით თავს იცავს მათი ბრალდებებისა და ცილისწამებისაგან.
ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 23:6 კონტექსტში
23:4ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?
23:5უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
23:6როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.
23:7ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული.
23:8ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 23:6
- მოციქულთა საქმენი 24:15და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.
- მოციქულთა საქმენი 24:21გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს?
- ფილიპელთა მიმართ 3:5მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,
- მოციქულთა საქმენი 26:5იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი.
- მოციქულთა საქმენი 26:8ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს?
- მათეს სახარება 22:23იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:
- მოციქულთა საქმენი 28:20სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები.
- მათეს სახარება 10:16აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 23
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



