
მოციქულთა საქმენი 25:19: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.
მოციქულთა საქმენი 25:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 ივნისი, 2027, ხუთშაბათი: აღდგომის 7 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 25:19
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ვიღაც იესოზე, რომელიც მოკვდა’, ბრძანებს იგი. მართებულად ბრძანა ‘ვიღაცაზე’, როგორც კაცმა, თუმცა მმართველად ყოფილმა, მაგრამ ამაზე მზრუნველმა კი არა.”
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 25:19 კონტექსტში
25:17ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე,
25:18ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი.
25:19სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.
25:20რაკი ამ საქმის გარჩევა გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განისაჯო-მეთქი?
25:21მაგრამ პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის მსჯავრამდე გვეცლია; ამიტომ, ვიდრე კეისართან გავგზავნიდი, ვბრძანე საპყრობილეში გვყოლოდა იგი.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 25:19
- მოციქულთა საქმენი 23:29მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს.
- მოციქულთა საქმენი 18:15მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული.
- კორინთელთა მიმართ ა 15:3რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
- კორინთელთა მიმართ ა 15:4დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
- მოციქულთა საქმენი 18:19ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.
- მოციქულთა საქმენი 1:22იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.
- მოციქულთა საქმენი 17:31ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.
- მოციქულთა საქმენი 2:32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 25
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


