
მოციქულთა საქმენი 26:2: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენ წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.
მოციქულთა საქმენი 26:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 მაისი, 2027, აღდგომის მე-3 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 26:2
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მეფეს ძლიერ სურს მისი მოსმენა და ბრძანებს, რომ ილაპარაკოს. პავლე მოციქულიც, კადნიერად იწყებს საუბარს და თავს ბედნიერად აცხადებს. ეს არ არის პირფერობა, არამედ ჭეშმარიტება, ვინაიდან წარდგა ადამიანის წინაშე, რომელმაც ყველაფერი იცის.”
მთელი განმარტება
მეფეს ძლიერ სურს მისი მოსმენა და ბრძანებს, რომ ილაპარაკოს. პავლე მოციქულიც, კადნიერად იწყებს საუბარს და თავს ბედნიერად აცხადებს. ეს არ არის პირფერობა, არამედ ჭეშმარიტება, ვინაიდან წარდგა ადამიანის წინაშე, რომელმაც ყველაფერი იცის.
დააკვირდით, რას ამბობს შემდგომ. საკუთარ თავში რაიმე ცოდვა რომ ეგრძნო, განა შეეშინდებოდა იმ ადამიანის წინაშე წარდგომა, რომელმაც ყველაფერი იცის? მაგრამ მისი სინდისი წმინდაა. ამიტომაც არ ამბობს უარს გამოცხადდეს მსაჯულის წინაშე, რომელმაც კარგად იცის საქმე, არამედ ხარობს და თავს ბედნიერად თვლის.
ნახეთ, როგორ იქცევიან იუდეველები საკუთარი ბოროტებისა და პავლეს სათნოების უნებლიე მქადაგებლებად, თანაც თავად მეფის წინაშე. ახლა პავლე რომში უფრო დიდებით მიემგზავრებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ბორკილებისგან თავისუფალი იყო. ამდენი მსაჯულის მიერ უდანაშაულოდ აღიარებული, ის უკვე აღარ მიდიოდა როგორც მატყუარა და ჯადოქარი.
პავლე ამას არ ამბობდა მის გასახარად, ნუ იყოფინ! არამედ კეთილგანწყობის მიღების სურვილით. და გარკვეულწილად მიიღო კიდეც. და ამით დაამარცხა მსაჯული, რომელიც აქამდე მსჯავრდებულად ითვლებოდა. თავად ტყვედყოფილი მოწმობს გამარჯვებას მშვენიერი სიტყვებით, როდესაც მთელი კრების წინაშე ამბობს: “ცოტაღა გაკლია, რომ ქრისტიანი გამხადო” (საქ. 26:28).
იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 26:2 კონტექსტში
26:1აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
26:2მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენ წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.
26:3მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო.
26:4სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 26
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



