
მოციქულთა საქმენი 4:29: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,
მოციქულთა საქმენი 4:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 მაისი, 2027, ხუთშაბათი: აღდგომის 2 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 4:29
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “დააკვირდი, ისინი როდი ამბობენ: შემუსრე ისინი, დაამხე ისინი! არამედ რას ითხოვენ? ‘და მიეცი მონათა შენთა, რაჲთა ყოვლითა განცხადებითა იტყოდიან სიტყუასა შენსა’. აი, როგორ უნდა ვილოცოთ ჩვენც. მართალია, განა რისხვით არ აღივსებოდა კაცი, როცა მის სიკვდილს ეძებენ და ასეთი მუქარით სუნთქავენ? განა რაოდენი გულისწყრომა არ მოიცავდა მას? მაგრამ ასე როდი იქცევიან წმინდანები. ‘და მიეცი მონათა შენთა’, ესე იგი, რათა მათი მუქარა საქმედ არ იქცეს. ისინი ასე იმიტომ კი არ ამბობდნენ, რომ თავად შიშობდნენ რაიმე მძიმე არ დაგვემართოსო, არამედ ზრუნავდნენ ქადაგებაზე. არ უთქვამთ: დაგვიხსენ ჩვენ საფრთხეებისაგან, არამედ რა? ‘და მიეცი მონათა შენთა, რაჲთა ყოვლითა განცხადებითა იტყოდიან სიტყუასა შენსა’. შენ, რომელმაც ის აღასრულე, ესეც აღასრულე.”
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 4:29 კონტექსტში
4:27ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენ მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
4:29ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,
4:30როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
4:31როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 4:29
- მოციქულთა საქმენი 4:13პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.
- მოციქულთა საქმენი 14:3თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.
- მოციქულთა საქმენი 4:31როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
- ფილიპელთა მიმართ 1:14რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.
- მოციქულთა საქმენი 28:31ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
- მოციქულთა საქმენი 9:27ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.
- მოციქულთა საქმენი 4:17მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 4
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


