
მოციქულთა საქმენი 7:52: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
მოციქულთა საქმენი 7:52 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30-ე კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 7:52
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘რომელთაგან წინასწარმეტყველთა არა დევნიდეს მამანი თქუენნი? და მოჰკლეს წინაწარმეტყველნი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მოსლვასა მის მართლისასა, რომლისა მისცა აწ თქუენცა და მოჰკალთ’ (საქ. 7:52).”
მთელი განმარტება
“რომელთაგან წინასწარმეტყველთა არა დევნიდეს მამანი თქუენნი? და მოჰკლეს წინაწარმეტყველნი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მოსლვასა მის მართლისასა, რომლისა მისცა აწ თქუენცა და მოჰკალთ” (საქ. 7:52).
“მართალს” უწოდებს, რათა ამითაც გონს მოეგონ. ორი რამისთვის ამხელს: წინასწარმეტყველები არ მიიღეს და ისინი მოკლეს. განა ეს საკმარისი არ არის მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად?
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 7:52 კონტექსტში
7:50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
7:52რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
7:53თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
7:54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 7:52
- მათეს სახარება 5:12გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
- ნეშტთა შორისა ბ 36:16მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:15რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.
- იერემია 2:30ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
- ლუკას სახარება 11:47ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.
- ლუკას სახარება 11:51აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.
- მეფეთა ა 8:7უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
- მეფეთა ა 8:8როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 7
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


