
მოციქულთა საქმენი 8:26: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.
მოციქულთა საქმენი 8:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 მაისი, 2027, აღდგომის მე-3 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 8:26
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ვფიქრობ, ფილიპემ ეს ბრძანება სამარიაში მიიღო. იერუსალიმიდან ღაზაში ხომ შუადღისკენ კი არა, ჩრდილოეთისკენ უნდა წავიდეს კაცი, ხოლო სამარიიდან, შუადღისკენ.”
მთელი განმარტება
ვფიქრობ, ფილიპემ ეს ბრძანება სამარიაში მიიღო. იერუსალიმიდან ღაზაში ხომ შუადღისკენ კი არა, ჩრდილოეთისკენ უნდა წავიდეს კაცი, ხოლო სამარიიდან, შუადღისკენ.
“რომელიც უდაბურია”. ეს ითქვა იმისთვის, რომ ფილიპეს იუდეველთა თავდასხმის არ შეშინებოდა. მან არ იკითხა: რისთვის? არამედ “ადგა და წავიდა”. რაოდენ დიდია მორჩილება მისი!
ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 8:26 კონტექსტში
8:24მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.
8:25ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
8:26უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.
8:27ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,
8:28უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 8:26
- მოციქულთა საქმენი 5:19მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
- ებრაელთა მიმართ 1:14განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
- მოციქულთა საქმენი 27:23ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.
- მოციქულთა საქმენი 12:8ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.
- მოციქულთა საქმენი 12:11გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.
- მოციქულთა საქმენი 10:22ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.
- მოციქულთა საქმენი 12:23მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.
- მოციქულთა საქმენი 10:7როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს,
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 8
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



