
მოციქულთა საქმენი 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.
მოციქულთა საქმენი 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 მაისი, 2027, აღდგომის მე-3 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
მოციქულთა საქმენი 9:17 კონტექსტში
9:15მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.
9:16მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.
9:17წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.
9:18მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრაო, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.
9:19საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 9:17
- მოციქულთა საქმენი 8:17მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.
- მოციქულთა საქმენი 2:4ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
- მოციქულთა საქმენი 6:6რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.
- მოციქულთა საქმენი 22:12ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული,
- მოციქულთა საქმენი 22:14ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:22ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.
- მოციქულთა საქმენი 13:52მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:22ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 9
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში