
მოციქულთა საქმენი 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.
მოციქულთა საქმენი 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მაისი, 2027, აღდგომის მე-3 კვირის შაბათი (სამოციქულო).
მოციქულთა საქმენი 9:20 კონტექსტში
9:18მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრაო, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.
9:19საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.
9:20დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.
9:21ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდელმთავართათვის მიეგვარა ისინი?
9:22სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 9:20
- იოანე 20:28მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
- გალატელთა მიმართ 2:20ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
- გალატელთა მიმართ 1:23მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა.
- გალატელთა მიმართ 1:24და ადიდებდნენ ღმერთს ჩემ გამო.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:14ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:15ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.
- მათეს სახარება 27:43ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა.
- ფსალმუნები 2:7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 9
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში