
მოციქულთა საქმენი 9:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.
მოციქულთა საქმენი 9:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 მაისი, 2027, აღდგომის მე-4 კვირიაკე (სამოციქულო).
მოციქულთა საქმენი 9:42 კონტექსტში
9:40პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
9:41ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.
9:42ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 9:42
- იოანე 11:45მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
- მოციქულთა საქმენი 9:35მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.
- იოანე 12:11ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს.
- იოანე 12:44ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.
- მოციქულთა საქმენი 19:17ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.
- მოციქულთა საქმენი 19:18მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
- მოციქულთა საქმენი 11:21და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
- იოანე 11:4ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 9
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში