
ამოსი 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში, ამბობს უფალი.
ამოსი 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 1:5 კონტექსტში
1:3სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
1:4ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს.
1:5დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში, ამბობს უფალი.
1:6ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა.
1:7ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
პარალელური ადგილები: ამოსი 1:5
- ამოსი 9:7განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
- იერემია 51:30შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.
- გლოვა იერემიასი 2:9მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.
- იერემია 50:36მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან!
- ნაუმი 3:13აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს.
- ესაია 43:14ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
განაგრძე კითხვა: ამოსი 1
სრულად წაიკითხე: ამოსი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში